ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ ხონის №4 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
კლასი V, VI
სექტორი ქართული
რეგიონი იმერეთი
რაიონი ხონი
ტელეფონი 577947545
სამუშაოს დაწყების თარიღი24 ნოემბერი, 2020წ.
სამუშაო საათები4 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 100-120 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ვ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. განაცხადის შეტანის წესი:

განცხადებების მიღება იწარმოებს 2020 წლის 10-17 ნოემბერს, ელექტრონულად,  ელექტრონულ ფოსტის Khoni4@mes.gov.ge მეშვეობით.

ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია/ CV;

 გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატს);

 დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) შესაბამისი სერტიფიკატები ან ცნობა  (არსებობის შემთხვევაში);

ვ) შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორე ეტაპი გასაუბრება.

უპირატესობა მიენიჭება სერტიფიცირებულ კანდიდატს ან/და კანდიდატს, რომელიც არის მოქმედი მასწავლებელი.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.


გამოქვეყნების თარიღი 10 ნოემბერი, 2020წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 17 ნოემბერი, 2020წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS