ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №124 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი ისანი-სამგორი
ტელეფონი 2701551, 577133246, 591635070
სამუშაოს დაწყების თარიღი27 ოქტომბერი, 2020წ.
სამუშაო საათები22 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 295-305 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ მოთხოვნებს: სასურველი პროფესია არ არის განსაზღვრული, თუმცა უპირატესობა მიენიჭება სპეციალურ მასწავლებელს, ოკუპაციუტრ თერაპევტს, სოციალურ მუშაკს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს.

სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: მინიმუმ საშუალო განათლება;

სასურველია მუშაობის გამოცდილება სსსმ მოსწავლესთან, მათ შორის შესაძლებელია ჩაითვალოს მოხალისეობის ან სტაჟირების გამოცდილება.

მინიმალური კომპეტენცია: ინფორმაციის ფლობა შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევების შესახებ, მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიის შესახებ, ქცევის მართვის შესახებ მინიმალური კომპეტენციების ფლობა.

უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით: აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება/აქვს ინკლუზიურ განათლების სფეროში ტრენინგ-კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კონკურსანტი უნდა იყოს მზად აღნიშნული ტიპის ბავშვებთან სამუშაოდ: მათთან ინდივიდუალური მიდგომების, ქცევის მათვის და სოციალური უნარების განვითარების მიმართულებით.

აგრეთვე აუცილებელია კონკურსანტი იყოს კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და დაუზარელი.

კონკურსის ეტაპები:

განაცხადების გადარჩევა;

გასაუბრება;

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად აპლიკანტმა ელექტრონულად უნდა ატვირთოს (PDF):

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. ავტობიოგრაფია/CV;

3. კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია: დიპლომის ასლი, სერტიფიკატი.

დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ კომისია დაუკავშირდება მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადასულ კანდიდატებს. 


გამოქვეყნების თარიღი 15 ოქტომბერი, 2020წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 25 ოქტომბერი, 2020წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS