ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი უცხოური ენა (ინგლისური)
კლასი II, IV
სექტორი ქართული
რეგიონი კახეთი
რაიონი სიღნაღი
ტელეფონი 577640700
სამუშაოს დაწყების თარიღი30 ოქტომბერი, 2020წ.
სამუშაო საათები5 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 145-152 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

. მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); 

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; 

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; 

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედი მასწავლებელი;

ზ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი.

2. თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია მასწავლებლობის მაძიებლად აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსს.

 
4. კონკურსის ეტაპები: 
ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; 
ბ)გასაუბრება.

გამოქვეყნების თარიღი 13 ოქტომბერი, 2020წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 20 ოქტომბერი, 2020წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS