ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №123 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა ენისა და მეტყველების თერაპევტი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი 2370511
სამუშაოს დაწყების თარიღი2 ნოემბერი, 2020წ.
სავარაუდო ხელფასი 240 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

•უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი პედაგოგიკაში;

• უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში, მეტყველების თერაპიაში (ლოგოპედია), ოკუპაციურ თერაპიაში ან სპეციალურ განათლებაში ან/და ასევე გავლილი ჰქონდეს პედაგოგთა პროფესიული უნარების 60 კრედიტიანი პროგრამა; 

• უნდა ჰქონდეს სკოლაში მასწავლებლად ან/და შესაბამის (ლოგოპედი) პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება (გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ რელევანტური სპეციალობების ახალ კურსდამთავრებული ბაკალავრები და მაგისტრები). 

უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

ა) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;

ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);

გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;

დ) აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება;

ე) აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება.

კონკურსის ეტაპები:

კონკურსი ტარდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განცხადებების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.


გამოქვეყნების თარიღი 12 ოქტომბერი, 2020წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 23 ოქტომბერი, 2020წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS