ქართულად English
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია

საგანი დაწყებითი კლასის პედაგოგი
კლასი 1-4
სკოლა შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
სკოლის ტიპი კერძო
ვაკანსიის ტიპი გამოცდილი მასწავლებლისთვის
რეგიონი თბილისი
რაიონი ისანი-სამგორი
მისამართი ისანი-სამგორის რ-ნ, გაბრიელ სალოსის გამზირის მიმდებარედ
ტელეფონი
ელ-ფოსტაhr@shavnabada.ge
ვებ-გვერდიwww.shavnabada.ge
სამუშაოს დაწყება2 სექტემბერი, 2019წ.
სამუშაო საათები17 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები** შესაბამისი უმაღლესი პედაგოგიური განათლება (პრიორიტეტულია მაგისტრის ან/და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); ** მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულობა ან/და „დაწყებითი კლასის“ მასწავლებლის სერთიფიკატის ფლობა; ** სკოლაში მუშაობის გამოცდილება.
განაცხადის შეტანის წესი დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე hr@shavnabada.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივნისისა. სავალდებულოა წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დაწყებითი კლასის პედაგოგი", რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. კონკურსი მოიცავს ეტაპებს: • რეზიუმეს გადარჩევა; • საგნობრივი ტესტირება; • ინტერვიუ; • სამოდელო გაკვეთილის ჩატარება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაციაკანდიდატი განიხილება 2019-2020 სასწავლო წლის „დაწყებითი კლასის პედაგოგის“ ვაკანსიაზე. სასწავლო წლის დაწყებამდე შერჩეული კონკურსანტი გაეცნობა გიმნაზიის კორპორატიულ კულტურას, ორგანიზაციულ სისტემას და სამუშაოს შიდა სპეციფიკას. ჩვენი ბენეფიტები: **საგამოცდო ვადის წარმატებით გასვლის შემდგომ ზაფხულის ხანგრძლივი (24 სამუშაო დღეზე მეტი) ანაზღაურებადი შვებულება; **ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვება გიმნაზიის კაფეტერიაში; ** ხელშეწყობა პედაგოგთა სწავლებისა და განვითარებისათვის. სასწავლო საგნები: ქართული, მათემატიკა, ბუნება საგაკვეთილო საათები: 17 სთ/კვირაში სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 08:45-16:45 სთ სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები გისურვებთ წარმატებას!
გამოქვეყნების თარიღი 15 მაისი, 2019წ.
ბოლო ვადა 15 ივნისი, 2019წ.


ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
© 2008 - 2019 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ვებ-უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი