ქართულად English
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია

საგანი ინტეგრირებული კლასის მასწავლებელი
კლასი 1-12
სკოლა 61-ე საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
ვაკანსიის ტიპი გამოცდილი მასწავლებლისთვის ან მაძიებლისთვის
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
მისამართი დოლიძის ქ. N3
ტელეფონი 2 238843
ელ-ფოსტაtbilisi61@mes.gov.ge
სავარაუდო ხელფასი 525 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი პედაგოგიური განათლება (უპირატესობა მიენიჭება დაწყებითი კლასების სპეციალისტებს);  სასურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან/მოსწავლეებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;  კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;  ეროვნული სასწავლო გეგმის ცოდნა;  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის გამოცდილება;  სასურველია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;  გუნდური მუშაობის უნარი.  სასურველია ქცევის მართვის სხვადასხვა სტრატეგიების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
განაცხადის შეტანის წესი განაცხადი მიიღება სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე ან მისამართზე: ვ.დოლიძის ქ.N3
დამატებითი ინფორმაციამასწავლებლის ფუნქციები  სპეციალურ მასწავლებელთან ერთად ინტეგრირებულ კლასში ჩარიცხული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების აკადემიური უნარების შეფასება;  სკოლის საგნის მასწავლებელთან ერთად თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის მოსწავლის აკადემიური უნარების შეფასების საფუძველზე და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება;  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან გამომდინარე ადაპტირებული გაკვეთილების დაგეგმვა და განხორციელება;  მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებიდან გამომდინარე მათი ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მიხედვით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა;  ორ კვირაში ერთხელ სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების კლასის მასწავლებლებსა და ინტეგრირებული კლასის სხვა სპეციალისტებთან მოსწავლეთა მიღწევებისა და საგანმანათლებლო საჭიროებების განხილვა;  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით მშობლებთან, სკოლის მასწავლებლებთან და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან თანამშრომლობა;  ინტეგრირებული კლასის სხვა სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე გარემოს ორგანიზების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება;  აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის სასწავლო მასალის შერჩევა, ორგანიზება და გამოყენება.
გამოქვეყნების თარიღი 11 თებერვალი, 2019წ.
ბოლო ვადა 22 თებერვალი, 2019წ.


ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
© 2008 - 2019 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ვებ-უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი