ქართულად English
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია

საგანი ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებელი
კლასი 1-12
სკოლა 61-ე საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
ვაკანსიის ტიპი გამოცდილი მასწავლებლისთვის ან მაძიებლისთვის
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
მისამართი დოლიძის ქ. N3
ტელეფონი 2 238843
ელ-ფოსტაtbilisi61@mes.gov.ge
სავარაუდო ხელფასი 525 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი პედაგოგიური ან ფსიქოლოგიური განათლება, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგიკა;  სასურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან/მოსწავლეებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;  კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;  ეროვნული სასწავლო გეგმის ცოდნა;  სასურველია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და განხორციელების გამოცდილება;  გუნდური მუშაობის უნარი;  კარგი საკომუნიკაციო და ინტერ-პერსონალური უნარები, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში.  ქცევის მართვის სტრატეგიების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
განაცხადის შეტანის წესი განაცხადი მიირება სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე ან მისამართზე ვ.დოლიძის ქ. N3
დამატებითი ინფორმაციასპეციალური მასწავლებლის ფუნქციები  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შეფასების, საგანმანათლებლო პროგრამის/ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის მიზნით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა პირთან თანამშრომლობა;  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების აკადემიური უნარების შეფასებაში სკოლის მასწავლებლებისათვის დახმარებისა და რეკომენდაციის გაწევა;  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაში მონაწილეობა;  საგნის მასწავლებლებისათვის საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში კონსულტაციის გაწევა;  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებების შესაბამისი აკადემიური უნარების განმავითარებელი და ქცევის მართვის სტრატეგიების შესახებ ინტეგრირებულ კლასში მომუშავე სხვა სპეციალისტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;  საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლისათვის დახმარება და სწავლების პროცესში მონაწილეობის მიღება;  კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიურ წარმატებებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესა და კლასის დანარჩენ ბავშვებს შორის ურთიერთობებზე, მოსწავლის საკლასო აქტივობებში ჩართულობაზე დაკვირვების წარმოება;  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა, ინტეგრირებულ კლასში მიმდინარე განათლების პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობა, რათა მათ უკეთ აითვისონ საგაკვეთილო საგნები და/ან გაიუმჯობესონ შემეცნებითი, ქცევითი, სოციალური, ფუნქციური და სხვა უნარები;  თითოეულ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან მუშაობის განრიგის, სამუშაო პროგრამის შედგენა და თითოეული ინდივიდუალური მეცადინეობის შემდეგ მოსწავლის მიღწევების მონიტორინგის განხორციელება;  აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის სასწავლო მასალის შერჩევა, ორგანიზება და დანიშნულებისამებრ გამოყენება.  ინტეგრირებული კლასის სხვა სპეციალისტებთან ერთად აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეების აკადემიური, სოციალური, ქცევით/ემოციური უნარების, დამოუკიდებლობის ხარისხისა და საგანმანათლებლო გარემოს შეფასება;  აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეების სწავლების და მათი სასწავლო/საკლასო აქტივობებში ჩართვის პროცესში სწავლების სხვადასხვა მეთოდოლოგიების, სტრატეგიების, მიდგომებისა და დახმარების ტექნოლოგიების გამოყენება.
გამოქვეყნების თარიღი 11 თებერვალი, 2019წ.
ბოლო ვადა 22 თებერვალი, 2019წ.


ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
© 2008 - 2019 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ვებ-უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი