ქართულად English
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია

საგანი ბიბლიოთეკარი
კლასი 1-12
სკოლა თრიალეთის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
ვაკანსიის ტიპი გამოცდილი მასწავლებლისთვის ან მაძიებლისთვის
რეგიონი ქვემო ქართლი
რაიონი წალკა
მისამართი წალკის მუნიციპალიტეტი, დაბა თრიალეთი
ტელეფონი 599704461
ელ-ფოსტაtrialetiskola@gmail.com
სამუშაოს დაწყება11 თებერვალი, 2019წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 150-170 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები1. ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული ხარისხის განათლება; 2. ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს . 3. დამატებითი მოთხოვნები: საგანმანათლებლო სფეროში ან ბიბლიოთეკაში მუშაობის გამოცდილება; ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“; გ) საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სახელმწიფო საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების დებულება;
განაცხადის შეტანის წესი კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება სკოლის საკონკურსო კომისიის მისამართზე, აგრეთვე ელექტრონული საშუალებებით. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. წერილობითი განცხადება; 2. პირადობის მოწმობის ასლი; 3. ავტობიოგრაფია/ cv. 4. განათლების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. სამოტივაციო წერილი. დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია ვაკანტური ადგილის დაკავების შემთხვევაში, ბიბლიოთეკარს ევალება: 1. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სკოლის ბიბლიოთეკის მართვა; 2. უზრუნველყოს ბიბლიოთეკის გამართული მუშაობა; 3. მოახდინოს სხვადასხვა ბიბლიოთეკასთან კავშირის დამყარება; 4. უზრუნველყოს ბიბლიოთეკის მუდმივ განახლებაზე ზრუნვა; 5. უზრუნველყოს ბიბლიოთეკის თანაბარი ხელმისაწვდომობა მოსწავლეთათვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის; 6. უზრუნველყოს ბიბლიოთეკაში არსებული სიახლეების შესახებ პერიოდული პრეზენტაციების გამართვა მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებული პირებისათვის; 7. გასცეს რეკომენდაციები მოსწავლეებისათვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შესაბამისი მხატვრული ლიტერატურის შერჩევის მიზნით;
მიმაგრებული ფაილიapplication_form.doc
გამოქვეყნების თარიღი 6 თებერვალი, 2019წ.
ბოლო ვადა 25 თებერვალი, 2019წ.


ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
© 2008 - 2019 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ვებ-უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი