ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №11 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი გლდანი-ნაძალადევი
ტელეფონი 2691675
სამუშაოს დაწყების თარიღი25 სექტემბერი, 2020წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 200-400 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

მოსწავლის ასისტენტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. ტექსტის დამუშავებისას მოსწავლეს უკითხავს ტექსტს, სხვადასხვა სტარტეგიების დახმარებით უნიშნავს ტექსტის მნიშვნელოვან ნაწილებს;

2. კლასში პრაქტიკული დავალებების შესრულებისას, დაბალანსებული მხარდაჭერის გამოყენებით, ეხმარება მოსწავლეს პრაქტიკული აქტივობების განხორციელებაში, როგორიცაა: გაზომვის ოპერაციები, მარტივი ცდები, მაკრატლის ხმარება, აპლიკაციების შესრულება;

3. მასწავლებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების შესრულებისას უზრუნველყოფს მოსწავლის სუპერვიზიას და მხარდაჭერას სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით: ვერბალური წახალისება, ფიზიკური და/ან ვერბალური ასისტირება, ინსტრუქციების შეხსენება/გამეორება, ყურადღების წარმართვა/ფოკუსირება;

4. უწევს ასისტირებას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში;

5. ახორციელებს მოსწავლესა და თანაკლასელებს შორის კომუნიკაციის მხარდაჭერას: შეტყობინებების ურთიერთგაცვლა - საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის შეტყობინებების თანაკლასელებისთვის გადაცემა და პირიქით, თანაკლასელთა შეტყობინების მისთვის გასაგები ფორმით მიწოდება. ეს შეიძლება მოიცავდეს შეტყობინების ჟესტურ ენაზე თარგმნას;

6. ახორციელებს მოსწავლის მხარდაჭერას სკოლის გარეთ სასწავლო აქტივობებში მონაწილეობისას - შემეცნებითი გასვლითი ღონისძიებები, ლაშქრობა და სხვა;

7. ახორციელებს მოსწავლის მხარდაჭერას სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობების შესრულებისას;

8. ეხმარება მოსწავლეს სპეციალისტთა (მაგალითად, ოკუპაციური ან მეტყველების თერაპევტის) მიერ განსაზღვრული სავარჯიშოების და აქტივობების შესრულებისას;

9. ზრუნავს საფრთხეების და ბარიერების მინიმუმამდე შემცირებაზე;

10. ახორციელებს მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლების ან სპეციალისტების მიერ განსაზღვრული ქცევის მართვის პროგრამების მხარდაჭერას;

11. ახსენებს მოსწავლეს სასკოლო და საკლასო წესებს და ახდენს მათი დაცვის წახალისებას;

12. მხარს უჭერს მასწავლებელს სასკოლო და საკლასო რუტინის დაცვისას, გაკვეთილის წინ კლასის შეკრებისას და დაშლისას, მთლიანი კლასის ან/და მოსწავლეთა ჯგუფების სუპერვიზიისას, კლასში ჯგუფების და საკლასო აქტივობების ორგანიზებისას, სხვა არა საგანმანათლებლო აქტივობების შესრულებისას;

13. წარუდგენს სკოლის მულტიდისციპლინურ გუნდს საკუთარ ხედვას მოსწავლის ასისტირების/ზრუნვის კომპონენტებთან, საჭიროებებთან, ფორმასთან, დროსთან და ინტენსივობასთან დაკავშირებით;

14. ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გაზიარების, მიზნით მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

15. ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გაზიარების მიზნით, მონაწილეობს მოსწავლის შესახებ ანგარიშის და ინდივიდუალური პროფილის მომზადების პროცესში;

16. მოსწავლის ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე რელევანტური პირებისთვის ინფორმაციის გაზიარების მიზნით, მონაწილეობს მოსწავლის ტრანზიციის პროცესის დაგეგმვაში;

17. მონაწილეობს მასწავლებელთა და სხვა სპეციალისტთა მიერ მოსწავლეთა პროგრესზე ჩანაწერების (რეგულარული ან ყოველდღიური) წარმოება/განახლების პროცესში;

18. ახორციელებს საკლასო ოთახის, რესურს ოთახის, საგამოცდო ან მოსწავლისთვის განსაზღვრული ნებისმიერი სივრცის და ავეჯის ორგანიზება/მომზადებას, დალაგებას (პირველადი იერის დაბრუნება);

19. მასწავლებლის დავალებით მოსწავლისთვის ამზადებს, ბეჭდავს, ამრავლებს, წერს სასწავლო მასალას, მონაწილეობს შესაბამისი აკომოდაციის შექმნის/განხორციელების პროცესში;

20. საჭიროების შემთხვევაში, ჰიგიენურად ამუშავებს მოსწავლის მიერ გამოყენებული სასწავლო მასალის;

21. მონაწილეობს ინკლუზიური გარემოს შექმნის საკითხებზე სკოლის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში;

22. მონაწილეობს მომდევნო დღის ან პერიოდისთვის დაგეგმილი სასწავლო აქტივობების გაცნობის მიზნით მასწავლებლის და სხვა სპეციალისტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში;

23. მოსწავლის ზრუნვასთან დაკავშირებული პროგრესის და/ან საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით მონაწილეობს მშობლებთან შეხვედრებში;

24. საგანგებო შემთხვევის/მდგომარეობის შემთხვევაში, დაუყონებლივ აწვდის ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაციას, სპეციალურ მასწავლებელს, კლასის დამრიგებელს, მასწავლებელს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს/ოჯახის წევრს;

25. იცავს ჰიგიენის წესებს მოსწავლესთან ნებისმიერი პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტისას;

26. ავად გახდომის შემთხვევაში წინასწარ აფრთხილებს სკოლას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ერიდება მოსწავლესთან პირდაპირ კონტაქტს;

27. იცავს მოსწავლის პირადი ნივთების ხელშეუხებლობას;

28. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან სკოლის სივრცეში თერაპიული ჩარევის შემთხვევაში თანამშრომლობს მოსწავლის შესაბამის თერაპევტთან (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობა და სივრცეში ორიენტაცია, ქცევითი თერაპევტი და სხვ.);

29. ესწრება თერაპიულ შეხვედრებს;

30. უზრუნველყოფს თერაპევტის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულებას;

31. ზრუნავს მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციაზე;

32. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს უსაფრთხოების წესების დაცვით საკვების მიწოდებას.

33. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მხარდაჭერას უწევს ტანსაცმლის გახდა/ჩაცმის, შესაკრავების, თასმების მანიპულირების პროცესში;

34. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ახორციელებს ტუალეტის და ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული პროცესის მხარდაჭერას: ტუალეტის საჭიროების შეხსენება, ტრანსფერი, ჰიგიენის დაცვა, ხელების დაბანა, ცხვირის მოწმენდა, ნერწყვდენის კონტროლი, მენსტრუალური ციკლის კონტროლი დასხვა;

35. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ახორციელებს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს: შემთხვევების აღმოცენებისას ახდენს ინტერვენციას, რჩება მოსწავლის შორიახლოს და თვალს ადევნებს მის მდგომარეობას. საჭიროების შემთხვევაში, დროულად ატყობინებს შესაბამის სამსახურს და ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს;

36. მიწოდებული ინსტრუქციების დაცვით უზრუნველყოფს მოსწავლისთვის მედიკამენტების მიწოდებას. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის სამედიცინო პერსონალი ინფორმირებული იყოს აღნიშნულის შესახებ;

37. თუ მოსწავლე საჭიროებს სამედიცინო პროცედურებს (ნახვევის გამოცვლა, კანის ზედაპირის დამუშავება) სკოლის სამედიცინო პერსონალს ეხმარება შესაბამის გარემოში აღნიშნული პროცედურების განხორციელებაში;

38. პასუხისმგებელია სკოლის ადმინისტრაციის წინაშე. მისი საქმიანობის კოორდინაციას ახდენს კლასის მასწავლებელი და/ან სპეციალური მასწავლებელი და/ან ფსიქოლოგი.

39. იცავს სხვა დამატებით წესებს, რომლებიც სკოლის შინაგანაწესით არის განსაზღვრული.

40. ასისტენტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია შეიცვალოს მოსწავლის დარღვევების და საჭიროებების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ამ ბრძანების მე - 9 მუხლში მოყვანილი, ასისტენტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად.

მუხლი 10. მოსწავლის ასისტენტის დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები:

 მოსწავლის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები სმენის და მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებთან:

1. ჟესტური ენით მოსაუბრე, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ეხმარება თანატოლებთან ინტერაქციაში, სმენის დამხმარე საშუალებების მართვაში;

2. მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის ამზადებს მასალებს ბრაილის ანბანით, ტაქტილური გრაფიკებით და/ან დიდი ზომის შრიფტით;

3. მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ეხმარება სკოლის გარემოში ორიენტაციასა და მობილობაში.


გამოქვეყნების თარიღი 15 სექტემბერი, 2020წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 24 სექტემბერი, 2020წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS