ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ მარნეულის №3 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური მასწავლებელი
სექტორი
რეგიონი ქვემო ქართლი
რაიონი მარნეული
ტელეფონი 551095979
სამუშაოს დაწყების თარიღი25 სექტემბერი, 2020წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 477-548 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

1. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

2. ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

3. ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

4. ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. ასევე ჰქონდეს მასწავლებლად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.

5. აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

6. არის მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ 2022 წლის 01 იანვრამდე ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.

კანდიდატს სასურველია ჰქონდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.


უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენა სრულყოფილად, აზერბაიჯანულ ენა

კომპიუტერის პროგრამების ცოდნა: New Microsoft Word Document, Microsoft Exsel, Internet


ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა ელექტრონუკლად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  •  CV
  • პირადობის მოწმობის ასლი; 
  • განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
  •  შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში); 


განცხადების გადარჩევას (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, უზრუნველყოფს კომისია. ამ მიზნით საჯარო სკოლა ვალდებულია კომისიის წევრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწოდოს შემოსული განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია. 

მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.


გამოქვეყნების თარიღი 15 სექტემბერი, 2020წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 19 სექტემბერი, 2020წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS