ქართულად English
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია

საგანი სპეციალური მასწავლებელი
კლასი 3-9
სკოლა ქ. ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლა
სკოლის სპეციფიკასაჯარო
სკოლის ტიპი საჯარო
ვაკანსიის ტიპი გამოცდილი მასწავლებლისთვის ან მაძიებლისთვის
რეგიონი სამცხე-ჯავახეთი
რაიონი ნინოწმინდა
მისამართი ქალაქი ნინოწმინდა, ჰოვსეფიანის N 16
ტელეფონი 551085868
ელ-ფოსტაlivaneishvili@gmail.com, ninotsminda4@mes.gov.ge
სამუშაოს დაწყება1 ნოემბერი, 2018წ.
სამუშაო საათები36 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 500-550 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა1
საკვალიფიკაციო მოთხოვნებიკანდიდატი სპეციალური მასწავლებლის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას: • მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული; • ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; • ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა; • ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. • აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; • არის მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ 2022 წლის 01 იანვრამდე ჩააბარებს შესაბამის გამოცდას. სპეციალური მასწავლებლის კონკურსის პროგრამა ა) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები; ბ) საგანმანათლებლო გარემოში ქცევითი და ემოციური სირთულეების პრევენცია და მართვა; გ) განათლების ფსიქოლოგია; დ) ასაკობრივი განვითარების თეორიები, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-ფიზიკური განვითარების ასაკობრივი და სპეციფიკური პრობლემები და მათი გადალახვის გზები; ე) სწავლებისა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები და მეთოდები; ვ) პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიები; ზ) აკადემიური, კოგნიტური, კომუნიკაციური, სოციალური, ფსიქოემოციური, ქცევითი, ფუნქციური და მოტორული უნარების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; თ) ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ინდივიდუალური (პიროვნული) და გარემო ფაქტორები, ამ ფაქტორების ზეგავლენა სსსმ მოსწავლის სწავლასა და განვითარებაზე; ი) სსსმ მოსწავლისათვის სასწავლო პროცესისა და სხვდასხვა აქტივობების დაგეგმვა და წარმართვა; კ) სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; ლ) სსსმ მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა.
განაცხადის შეტანის წესი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; ბ) გასაუბრება. განაცხადი კონკურსანტმა უნდა შემოიტანოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან მატერიალური სახით მისამართზე: ქალაქი ნინოწმინდა, ჰოვსეფიანის N16
დამატებითი ინფორმაციავაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1 ავტობიოგრაფია/ cv; 2 პირადობის მოწმობის ასლი; 3 შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; 4 შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში); 5 სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მიმაგრებული ფაილიCV- ნიმუში.docx
გამოქვეყნების თარიღი 11 ოქტომბერი, 2018წ.
ბოლო ვადა 21 ოქტომბერი, 2018წ.


ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
© 2008 - 2018 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ვებ-უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი