ქართულად English
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია

საგანი სპეციალური მასწავლებელი
კლასი 1-9
სკოლა სათემოს საბაზო სკოლა
სკოლის სპეციფიკასაჯარო
სკოლის ტიპი საჯარო
ვაკანსიის ტიპი გამოცდილი მასწავლებლისთვის ან მაძიებლისთვის
რეგიონი შიდა ქართლი
რაიონი გორი
მისამართი სოფელი სათემო
ტელეფონი 577922570
ელ-ფოსტაsatemo@mes.gov.ge
სამუშაოს დაწყება1 ნოემბერი, 2018წ.
სამუშაო საათები36 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 400-520 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლითაგან ერთ-ერთ მოთხოვნას: 1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული; 2) ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; 3) ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა; 4) ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. 5) აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; 6) არის მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ 2022 წლის 01 იანვრამდე ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.
განაცხადის შეტანის წესი კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია სკოლის საკონკურსო კომისიის მისამართზე (გორი, სოფელი სათემო), აგრეთვე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. ავტობიოგრაფია/ cv; 2. 2. პირადობის მოწმობის ასლი; 3. შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; 4. შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში); 5. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 6) სამოტივაციო წერილი. განცხადების გადარჩევას (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, უზრუნველყოფს კომისია. ამ მიზნით საჯარო სკოლა ვალდებულია კომისიის წევრებს მიაწოდოს შემოსული განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; ბ) გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციასასურველია კონკურსანტს ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის გამოცდილება. შერჩეული კონკურსანტების გასაუბრება გაიმართება ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლაში (მის: ქ. ხაშური, რუსთაველის ქ. №126) სპეციალური მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები: 1. საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული განრიგით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან იმუშაოს ინდივიდუალურად, მათ შორის რესურს-ოთახში და შექმნას საგანმანათლებლო რესურსები; 2. აღწეროს მოსწავლის აკადემიური, კოგნიტური, კომუნიკაციური, სოციალური, ფსიქო-ემოციური, ქცევითი, ფუნქციური და მოტორული უნარები და შეიმუშაოს მოსწავლის სწავლასთან გამოხატული სიძნელის პირველადი მართვის რეკომენდაციები მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის, კლასის დამრიგებლის, მასწავლებლისა და სკოლის დირექციისათვის; 3. საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს მასწავლებლებთან შესაბამის საგანში / საგნებში მოსწავლის მიღწევების (ცოდნა-უნარჩვევები), შეფასების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით; 4. საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სკოლის დირექტორს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შესაბამისი დასკვნის მომზადების მოთხოვნით; 5. ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში; 6. მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში; 7. ითანამშრომლოს კლასის დამრიგებელთან და მასწავლებლებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებაზე და მათი ქცევის მართვაში კონსულტაციის გაწევისა და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით; 8. ასწავლოს კომუნიკაციის სირთულის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებების გამოყენება და სოციალური ურთიერთობები; 9.დაეხმაროს მასწავლებლებს, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებების გამოყენებაში, კომუნიკაციის სირთულის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ურთიერთობისას; 10. საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული განრიგით, დაეხმაროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო შედეგების მიღწევაში; 11. შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესა და მის თანაკლასელებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას; 12. ითანამშრომლოს მოსწავლის კანონიერ წამრომადგენლეთან, გააცნოს მათ უფლებები ინკლუზიური განათლების სფეროში, მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ; 13. მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით, მიმართოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს შესაბამისი რეკომენდაციებით; 14. ითანამშრომლოს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში კოორდინაცია გაუწიოს მათ მუშაობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან; 15. დააკვირდეს კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლების მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებას; დაკვირვების შედეგად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს სკოლის დირექციას რეაგირებისთვის; 16. ხელი შეუწყოს სკოლაში ინკლუზიური განათლების კულტურის დანერგვას; 17. საჭიროების შემთხვევაში, ასწავლოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად იმუშაოს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით.
გამოქვეყნების თარიღი 11 ოქტომბერი, 2018წ.
ბოლო ვადა 20 ოქტომბერი, 2018წ.


ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
© 2008 - 2018 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ვებ-უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი