ქართულად English
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია

საგანი სპეციალური მასწავლებელი
კლასი 1-12
სკოლა 82-ე საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
ვაკანსიის ტიპი გამოცდილი მასწავლებლისთვის ან მაძიებლისთვის
რეგიონი თბილისი
რაიონი ისანი-სამგორი
მისამართი ნაკადულის ქუჩა #6
ტელეფონი 2 701 275
ელ-ფოსტაtbilisi82@mes.gov.ge
ვებ-გვერდი82.edu.ge
სამუშაოს დაწყება19 ნოემბერი, 2018წ.
სამუშაო საათები36 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 405-490 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა1
საკვალიფიკაციო მოთხოვნებიკანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას: • მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული; • ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; • ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა; • ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. • აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; • არის მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ 2022 წლის 01 იანვრამდე ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.
განაცხადის შეტანის წესი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გადმოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1.ავტობიოგრაფია/ СV; პირადობის მოწმობის ასლი; შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში); სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). 2. სამოტივაციო წერილი; 3. ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია. კონკურსის ეტაპები: ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება-სიტუაციის ანალიზი; გ) გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციაფუნქცია-მოვალეობები: • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარების აღწერა და შეფასება; • საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული განრიგით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობა, მათ შორის რესურს-ოთახში და საგანმანათლებლო რესურსების შექმნა; • მოსწავლის აკადემიური, კოგნიტური, კომუნიკაციური, სოციალური, ფსიქო-ემოციური, ქცევითი, ფუქნციური და მოტორული უნარების აღწერა და მოსწავლის სწავლასთან გამოხატული სიძნელის პირველადი მართვის რეკომენდაციები შემუშავება მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის, კლასის დამრიგებლის, მასწავლებლისა და სკოლის დირექციისათვის; • საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლებთან თანამშრომლობა შესაბამის საგანში / საგნებში მოსწავლის მიღწევების (ცოდნა-უნარჩვევები), შეფასების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით; • კლასის დამრიგებელთან და მასწავლებლებთან თანამშრომლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებაზე და მათი ქცევის მართვაში კონსულტაციის გაწევისა და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით; • სკოლაში ინკლუზიური განათლების კულტურის დანერგვის ხელშეწყობა; • მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლისთვის მიმართვა შესაბამისი რეკომენდაციებით; • შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და მის თანაკლასელებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა. უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება იდენტურ პოზიციაზე და/ან სპეციალური მასწავლებლის უმაღლესი განათლება. კანდიდატი უნდა იყოს პასუხიმგებლიანი, უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, როგორც თვითგანვითარებით, ისე კოლეგებთან თანამშრომლობით; შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა როგორც მოსწავლეებთან, ისე სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირთან. აპლიკანტს უნდა შეეძლოს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება საკუთარ საქიანობაში.
გამოქვეყნების თარიღი 10 ოქტომბერი, 2018წ.
ბოლო ვადა 10 ნოემბერი, 2018წ.


ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა
« მთავარ გვერდზე ამოსაბეჭდი ვერსია
ვაკანსიები ვაკანსიის ძებნა ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
© 2008 - 2018 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ვებ-უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი