ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა ლოგოპედი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი ისანი-სამგორი
ტელეფონი 595-778-434
სამუშაოს დაწყების თარიღი31 აგვისტო, 2020წ.
სამუშაო საათები22 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

შპს „დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა“ კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 25 წელს ითვლის. ის ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.


გიმნაზია „შავნაბადა“ 2020-2021 სასწავლო წლისთვის აცხადებს ვაკანსიას „მეტყველების პედაგოგის“ პოზიციაზე.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. შესაბამისი უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია მაგისტრის ან/და მასთან გათანაბრებული ხარისხი);
  2. ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სკოლაში);
  3. წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის დახვეწილი უნარ-ჩვევები.


დამატებითი ინფორმაცია:

  •   საგაკვეთილო საათები: 22 სთ/კვირაში
  •   სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 08:45-16:45 სთ
  •   დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები
  •   მისამართი: ისანი-სამგორის რ-ნი, გაბრიელ სალოსის გამზირის მიმდებარედ.


ბენეფიტები:

  •   საგამოცდო ვადის წარმატებით გასვლის შემდგომ, ზაფხულში ხანგრძლივი (24 სამუშაო დღეზე მეტი) ანაზღაურებადი შვებულება;
  •   განსაკუთრებული ხელშეწყობა სწავლებისა და განვითარებისათვის.



 კონკურსი მოიცავს ეტაპებს:

  • CV/რეზიუმეს გადარჩევა
  • გასაუბრება (შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ ფორმატში შეთანხმებით)
  • იმიტირებული გაკვეთილის პრეზენტაცია (შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ ფორმატში შეთანხმებით) .

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე shavnabada.vacancy@gmail.com ან აღნიშნული Teacherjobs.ge სისტემის მეშვეობით 22 აგვისტოს ჩათვლით.

 სავალდებულოა წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მეტყველების პედაგოგი", რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.


თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

გამოქვეყნების თარიღი 22 ივლისი, 2020წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 22 აგვისტო, 2020წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS