ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №168 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური მასწავლებელი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი ისანი-სამგორი
ტელეფონი 2407086
სამუშაოს დაწყების თარიღი1 ნოემბერი, 2019წ.
სამუშაო საათები36 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 400-450 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

ანდიდატი სპეციალური მასწავლებლის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას:

• მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

• ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

• აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

• არის მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ 2022 წლის 01 იანვრამდე ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.

სამუშაოს აღწერილობა:

 სპეციალური მასწავლებელი სსსმ და შშმ მოსწავლეებთან მუშაობს ინდივიდუალურად, მათ შორის რესურს ოთახში. საჭიროების შემთხვევაში თანმაშრომლობს მასწავლებლებთან, შესაბამის საგნებში მოსწავლთა მიღწევების, უნარ-ჩვევების, შეფასების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.ასევე თანამშრომლიბს კლასის დამრიგებლებთან და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან;

ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი წესით მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემქმნელ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში;

მონაწილეობს სკოლის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის შესაბამისი საგანამანათლებლო გარემოს შექმნაში;

თანამშრომლობს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან;

ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების კულტურის დანერგვას;

თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ მულტიდისციპლინურ გუნდთან;

ანხორციელებს საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება - მოსილებებს.

განაცხადის შეტანის წესი:

განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგი ელექტრონულ ფოსტის skola168@gmail.com მეშვეობით.

ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია/ CV;

გ) . სამოტივაციო წერილი.

დ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატს);

ე) შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);

ვ) შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება ( ელექტრონული ფოსტის საშუალებით) კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

გამოქვეყნების თარიღი 21 ოქტომბერი, 2019წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 31 ოქტომბერი, 2019წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS