ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს ბრიტანულ ქართული აკადემია
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
კლასი III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი 0322251253
სამუშაოს დაწყების თარიღი4 ნოემბერი, 2019წ.
სამუშაო საათები23 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

ბრიტანულ-ქართული აკადემია 2019 წლის ნოემბრისთვის აცხადებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტის) მასწავლებლის ვაკანსიას. 

ძირითადი მოვალეობები:

  • აკადემიის სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო პროგრამების, მათ შორის სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების სწავლება.
  • სწავლისა და სწავლების პროცესში ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების გამოყენება.
  •  პოზიტიური, სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა.
  •  მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ.
  • კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
  • აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა.
კვალიფიკაცია და უნარები: 

  • შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
  • თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
  • სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
  • სწავლისა და სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
  • მასწავლებლის კვალიფიკაცია.

გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. 


გამოქვეყნების თარიღი 21 ოქტომბერი, 2019წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 4 ნოემბერი, 2019წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS