ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ ქუთაისის №37 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
სექტორი
რეგიონი იმერეთი
რაიონი ქუთაისი
ტელეფონი 0431296655
სამუშაოს დაწყების თარიღი4 ნოემბერი, 2019წ.
სამუშაო საათები30 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დამოუკიდებელი ფუნქციონირების უნარების (მობილობა, კომუნიკაციის, თვით–მოვლის უნარები და სხვა) შეფასებაში მონაწილეობა;

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მოსწავლის დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა და ამისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;

2.სასწავლო მასალის ადაპტირება სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად;

სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა-განხორციელებაში მონაწილეობის მიღება საგნის მასწავლებლებთან და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან ერთად; 

სსსმ მოსწავლის უნარების გაძლიერება საგანმანათლებლო გარემოში ადაპტირების მიზნით;

სსსმ მოსწავლის მხარდაჭერა (დახმარება) სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობების და ყოველდღიური აქტივობების (მობილობა, ორიენტაცია, კვება, ჩაცმა– გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია და სხვა) განხორციელების პროცესში;

სსსმ მოსწავლის შეფასების, განხორციელებული ინტერვენციის და მხარდამჭერი აქტივობების დოკუმენტირებაში თანამონაწილეობა;

რთული ქცევის მქონე სსსმ მოსწავლის ქცევის შეფასებაში თანამონაწილეობა და ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის რეკომენდაციების შესრულება სსსმ მოსწავლის რთული ქცევის მართვის პროცესში;

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მხარდაჭერა სპეც. მასწავლებელთან და სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან ერთად თანამშრომლობის საფუძველზე.

სამუშაო პირობები:

ხელფასი: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შრომის ანაზღაურება შეადგენს საათში 3 ლარს.

სამუშაო დატვირთვა: კვირაში დატვირთვა მაქსიმუმ 30 საათი. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი არ შეიძლება იყოს მისი მშობელი/კანონიერი

წარმომადგენელი ან ოჯახის წევრი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სასურველი პროფესია: არ არის განსაზღვრული, თუმცა უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგს, მასწავლებელს, სპეციალური მასწავლებელს, ოკუპაციურ თერაპევტს, სოციალურ მუშაკს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს.

სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის დამამათვრებელი კურსი ან ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება: მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება, მათ შორის ჩაითვალოს მოხალისეობის ან სტაჟირების გამოცდილება.

მინიმალური კომპეტენცია: ინფორმაციის ფლობა შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების და განვითარების დარღვევების შესახებ, მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების შესახებ, ქცევის მართვის შესახებ მინიმალური კომპეტენციების ფლობა.

3.უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

– აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;

– აქვს ინკლუზიურ განათლების-სფეროში ტრენინგ კურსების გავლილი დამადასტურებელი სერტიფიკატები;

– აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;

– აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

გამოქვეყნების თარიღი 21 ოქტომბერი, 2019წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 31 ოქტომბერი, 2019წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS