ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა უსაფრთხო სკოლის მენეჯერი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი ისანი-სამგორი
ტელეფონი 595-778-434
სამუშაოს დაწყების თარიღი31 ოქტომბერი, 2019წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

„შავნაბადა“ აცხადებს ვაკანსიას „სკოლის უსაფრთხოების ოფიცერის“ პოზიციაზე.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

• უმაღლესი განათლება (იურიდიული მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად);

• ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;

• გავლილი სკოლის მანდატურის მოსამზადებელი კურსი ჩაითვლება უპირატესობად;

• საოფისე პროგრამა Microsoft Word-ის კარგი ცოდნა.


პიროვნული თვისებები / უნარები :

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

• პუნქტუალურობა

• ინტერპერსონალური კომუნიკაციის კარგი უნარი

• არაკონფლიქტურობა

• დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

• წამოჭრილ პრობლემებზე დროული რეაგირების უნარი

• სტრესგამძლეობა, აქტიურობა და მოქნილობა.


ფუნქცია-მოვალეობები :

• მოსწავლეთა კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენა

• მოსწავლეთა შორის მომხდარი დაპირისპირების შემთხვევაში, დროული რეაგირება და უთანხმოების აღმოფხვრა

• საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფ სხვა პირთა ევაკუაცია

• სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ და მატერალურ-ტექნიკური საშუალებებით გამართულად წარმართვის ხელშეწყობა.



დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@shavnabada.ge მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (სავალდებულოა, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „უსაფრთხოების ოფიცერი“, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა) ან/და შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი განაცხადი teacherjobs.ge-ის სისტემის მეშვეობით.


თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


გისურვებთ წარმატებას!


გამოქვეყნების თარიღი 17 ოქტომბერი, 2019წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 31 ოქტომბერი, 2019წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS