ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ჩვენი საქართველო
კლასი V, VI
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი გლდანი-ნაძალადევი
ტელეფონი 591 23 44 66
სამუშაოს დაწყების თარიღი14 ოქტომბერი, 2019წ.
სამუშაო საათები9 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 500-0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კონკურსის განაცხადის ნიმუში მასწავლებლის ვაკანტური საათების შესავსებად

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ჩართული იყოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და მინიჭებული ჰქონდეს შესაბამისი სტატუსი;

ბ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა;

გ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა;

დ) დოქტორის ხარისხი ჰქონდეს განათლების ან შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით;

ე) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების მითითებით) და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა;

ვ) იყოს 2015 წლის 01 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი.

თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატი, კომისიამ შესაძლებელია აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, იმ პირობით თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსს.

1.2. ჰქონდეს არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

2. განაცხადის შეტანის წესი:

განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგი ელექტრონულ ფოსტის info@maarifschools.ge მეშვეობით.

ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია/ CV;

გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატს);

დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);

ვ) შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

სკოლა მდებარეობს ფონიჭალაში. მის: რუსთავის გზატკეცილი 18/22. ყოფილი ღია სასწავლო უნივერსიტეტის შენობა.

გამოქვეყნების თარიღი 19 სექტემბერი, 2019წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 24 სექტემბერი, 2019წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS